ჯიმი ჰენდრიქსი (ინგლ. Jimi Hendrix) (დ. 27 ნოემბერი, 1942, სიეტლი, ვაშინგტონი — გ. 18 სექტემბერი, 1970, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი), ამერიკელი გიტარისტი, მომღერალი და კომპოზიტორი. ჰენდრიქსი აღიარებულია როკ მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და უდიდეს გიტარისტად. ინგლისში მოპოვებული წარმატების შემდეგ მსოფლიო აღიარება მან 1967 წელს მონტერეის პოპ ფესტივალზე თავისი გამოსვლის შემდეგ მოიპოვა. სიკვდილამდე (1970 წელს, 27 წლის ასაკში), იგი ერთ-ერთი მთავარი სტუმარი იყო 1969 წლის საკულტო ვუდსტოკის ფესტივალზე.
|